ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საერთაშორისო კონკურს „Decanter World Wine Awards 2020“ -ზე მოპოვებული პლატინის, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და უმაღლესი ჯილდო “Best in Show”
საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
დეკანტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მხოლოდ 50 საუკეთესო ღვინოს გადაეცემა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. 2020 წელს კონკურსში 16 518 ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელიც 116 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 მსოფლიოს საუკეთესო 50 ღვინოს შორის დასახელდა და „Best in Show” ჯილდო გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ თელიანი ველი ერთადერთი ქართული მეღვინეობაა და პირველია ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის. ზედიზედ უკვე ორი წელია რაც ეს ჯილდო მხოლოდ „თელიანი ველის“ ღვინოს გადაეცემა. გასულ წელს Best in show-ს მფლობელი „გლეხური ქისი ქვევრი 2017“ გახდა.
თელიანი ველის ღვინოებს საერთაშორისო კონკურს „Decanter 2020“ “Best in show”, 2 პლატინის , 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:
გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 – Best in Show
გლეხური ქისი ქვევრი 2018 - პლატინა
გლეხური კისისხევი საფერავი 2018 - ვერცხლი
WINERY 97 გაუფილტრავი საფერავი 2019 - პლატინა
WINERY 97 საფერავი 2019 - ბრინჯაო
თელიანი ველი მუკუზანი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი წინანდალი 2019 - ბრინჯაო
მთავრული საფერავი 2019 - ბრინჯაო
მთავრული ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო
„Decanter World Wine Awards“ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.
DWWA 2020 შედეგები სრულად: https://bit.ly/3hRKiTD
სს "თელიან ველსა” და ქალაქ შანხაიში მოქმედ ჩინური ღვინის იმპორტიორი კომპანიის "Suzhou Gutao Chuanshi Wine Co., LTD” წარმომადგენლებს შორის ივნისში, ხელი მოეწერა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას!
See More
16 ივლისს 11:30 საათზე თელავში, “თელიანი ველს” მზრუნველობა მოკლებული ბავშვები ესტუმრნენ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით 40-მდე აღსაზრდელი თელავში 16 ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლის საზაფხულო ბანაკში დაისვენებს. ბანაკი ინტეგრირეგულია, მასში როგორც მიუსაფარი, ასევე თბილისში და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ოჯახებიდნან ჩამოსული ბავშვები დაისვენებენ. საზაფხულო ბავშვთა ბანაკს თელიანი ველმა საჩუქრად კარვები გადასცა. თელავში დასვენების პირველივე დღეს ბავშვები “თელიანი ველი”-ს ქარხანაში ღვინი
See More
საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა ფილმი გადაიღო. ”ომი და ქორწილი” რეალურ ფაქტებზეა აგებული. პრემიერა რუსთაველის თეატრში შედგა. ფოიეში მისულ სტუმრებს მასპინძლობა კომპანია “თელიანი ველმა” გაუწია. ფილმის გადაღებები თითქმის ერთი წელი კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა.
See More
ქართული ღვინის მესამე ეროვნულ კონკურსზე კომპანია “თელიანი ველმა” 3 მედალი და ორი სიგელი მიიღო. ოქროს მედალი წითელმა, მშრალმა ღვინომ “მუკუზანი” ხოლო წითელმა მშრალმა “კაბერნე საფერავმა” და “საფერავმა” ვერცხლის მედლები მიიღეს. ასევე სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა “სამშვენისი” და “წინანდალი”. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს უკვე მესამედ ჩატარდა. კომპანიას “თელიანი ველი” კონკურსისთვის წარდგენილი ჰქონდა ხუთი დასახელების ღვ
See More