ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საერთაშორისო კონკურს „Mundus Vini 2021“ -ზე მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მედლები
საერთაშორისო კონკურსზე „28th Grand International Wine Award MUNDUS VINI“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
Grand International Wine Award MUNDUS VINI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, სადაც ექსპერტები ღვინოს ფარული დეგუსტაციით აფასებენ და აჯილდოვებენ.
2021 წელს ჟიურიმ მთელი მსოფლიოდან, 1546 ოქროსა და 1339 ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინო გამოავლინა.
MUNDUS VINI Spring Tasting 2021 შედეგები:
თელიანი ველი, Winery 97, კახური No 8, 2019 – ოქროს მედალი
გლეხური, რქაწითელი ქვევრი, 2019 - ვერცხლის მედალი
გლეხური, ქისი ქვევრი, 2019 - ვერცხლის მედალი
MUNDUS VINI-ს მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია.
ბმული: www.mundusvini.com
"International Wine Challenge" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას. უმაღლესი შეფასებითა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა თელიანი ველის, Winery97-ისა და გლეხურის ღვინოები: თელიანი ველი კაბერნე-საფერავი 2019, თელიანი ველის Winery97-ის სერიიდან საფერავი 2020 და კახური N8 2019. ქვევრის ღვინოებიდან კი გლეხურის ქისი ქვევრი 2019 და ხაშმის საფერავი ქვევრი 2019. გა
See More
1 თასი და ოქროს მედალი, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - "თელიანი ველის" დიდი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე! #IWC2019 ★ ღვინის საერთაშორისო კონკურს "International Wine Challenge 2019" -ზე წარმოდგენილმა "თელიანი ველის" ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა! გლეხური ქისი ქვევრი 2017 - ნაციონალური თასის შედეგებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 40 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა და თასი და ოქროს მედალი მიიღო! მანავის მწვანე 2018 - ვერცხლი გლეხურ
See More
განახლებული სიღნაღი 27 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თელიანი ველი” მონაწილებას იღებს ოფიციალურ გახსნაში. ”თელიანი ველი” 15 დასახელების ღვინით იქნა წარმოდგენილი. კომპანიის სტენდთან მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა დეგუსტაცია. „თელიანი ველის“ წარმომადგენლები კი ყველა სტუმარს ღვინით უმასპინძლდებოდნენ. ქალაქის ქუჩებში გამოფენები და ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო. ასევე, გაიხსნა სიღნაღის ქართული ხელოვნების მუზეუმი და ქორწინების სასახლე. ქალაქის მთავარ მოედანზე ფოლკლორული
See More
2013 წლის Wine Spectator -ის ბრმა დეგუსტაციაზე, ქართული ღვინოებიდან, ყველაზე მაღალი შეფასება, 88 ქულა, „თელიანი ველის“ წინანდალმა დაიმსახურა. ასეთი მაღალი ქულით, ქართულ ღვინოებს შორის, მხოლოდ 2 ღვინო შეფასდა. პირველი 88 ქულა 2010 წელს „ თელიანი ველის“ მუკუზანს მიენიჭა. ასევე მაღალი ქულები მიენიჭათ : „თელიანი ველის“ ცოლიკოურს - 87ქულა, საფერავს- 86 ქულა, გაუფილტრავ საფერავს - 85 ქულა და კაბერნე საფერავს - 83 ქულა. „Wine Spectator“ თავის სფეროში ლიდერი გამოცემაა, მისი რედაქტორები ყოველწლ
See More