უკრაინული მედია და ბიზნესი “თელიანი ველმა ”საქართველოში მოიწვია
სს “თელიანი ველი”-ს მოწვევით 9 ოქტომბერს საქართველოში კიევიდან 25 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ წამყვანი უკრაინული ჟურნალების მთავარი რედაქტორები და კიევში ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე სუპერმარკეტთა ქსელების მფლობელები და მენეჯერები. ვიზიტის მიზანი იყო ჟურნალისტებისა და ბიზნესმენებისათვის საქართველოში ღვინის წარმოების გაცნობა. სტუმრები დარწმუნდნენ, რომ მათ თბილისში სტაბილური პარტნიორი ჰყავთ “თელიანი ველი”-ს სახით და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არ შეუშლის ხელს არსებულ ბიზნესურთიერთობას და მომავალი პროექტების განხორციელებას. სტუმრები საქართველოში 3 დღეს დარჩნენ, ისინი ესტუმრნენ კახეთს და “თელიანი ველი”-ს ქარხანა დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს სიღნაღი და უძველესი ქალაქი მცხეთა. უკრაინელმა სტუმრებმა საქართველო 12 ოქტომბერს დატოვეს.
Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020
სიახლეები
თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე
კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.
„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.
„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!
„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.
„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!
"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .
„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014